აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით – სამტრედიის, სამხრეთით –სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით – სენაკის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აბაშა, ფართობი – 322,5 კვ.კმ, მანძილი თბილისამდე – 280 კმ, მანძილი ზუგდიდამდე – 55 კმ, უახლოესი პორტი – ქალაქი ფოთი – 50 კმუახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. აბაშაში, უახლოესი აეროპორტი – ქ. ქუთაისში (კოპიტნარი – 32 კმ), საავტომობილო გზების სიგრძე: სახელმწიფო მნიშვნელობის გზა – 62,7 კმ,ადგილობრივი მნიშვნელობის გზა – 182 კმ
მოსახლეობა და ეროვნული შემადგენელობა: (დევნილთა ჩათვლით) – 28707, მათ შორის: ქალაქის მოსახლეობა – 6 500, სოფლის მოსახლეობა – 22 277, აქედან: ქალი – 15205, მამაკაცი – 13502, ქართველი – 99,6 %, სხვა დანარჩენი – 0,4 %
ჰავა – ნოტიო სუბტროპიკული, საშუალო წლიური ტემპერატურაა – 14 გრადუსი, იანვრის ტემპერატურა – 4,9 გრადუსი, ივლისის – 22,9 გრადუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები – მუსონური, ხშირადაა ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელი – უმეტესად მოცემულია მდინარეთა (რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეები: ნოღელა, კოვზა, ზანა) ქვემო დინებები. სგაზაფხულზე ახასიათებთ წყალდიდობა, ზამთარში – წყალმცირობა. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში არის ”სირიაჩქონის” ჭაობი.

ნიადაგები – ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია, რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი.
მცენარეული საფარი –  კოლხური ტიპის, ხის ჯიშებიდან გვხვდება: მურყანი, ჭალის მუხა, თელა, წიფელი, ლეშამბო.
ცხოველთა სამყარო –  ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, იშვიათად — წავი. ბევრია ტყის თაგვი, ბუჩქნარის მემინდვრია. ჭაობიან ადგილებში აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავლადაა მწყერი, ყვავი, ჩხიკვი, გუგული. გველხოკერა, ზოლებიანი ხვლიკი, ანკარა, გომბეშო, ტყის ბაყაყი. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხური ტობი, კოლხური ციმორი. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რგვხვდება ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი,. მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი, რომელთა დასაცავად რიონის პირას შექმნილია კაცობურის აღკვეთილი.

ისტორია: აბაშის მუნიციპალიტეტი რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს. აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მიხედვით უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო.
”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა. კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე. რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდა ”ჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთი – ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი.

აბაშის რაიონი 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-20 წ.წ. სენაკის მაზრაში, ხოლო 1930 წელს ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გამოეყო სენაკის მაზრას, როგორც ცალკე რაიონი. 1963-66 წ.წ. შედიოდა გეგეჭკორის რაიონის შემადგენლობაში. 1966 წელს კვლავ გამოეყო ახლანდელ საზღვრებში.
აბაშის რაიონი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სეფიეთის სამნავიანი ბაზილიკა (მე-5 ს.), ტყვირის მაცხოვრის ეკლესია (მე-7- მე-8 ს.ს. და აღდგენილია მე-15-მე-16 ს.ს.), კადარის ერთნავიანი ბაზილიკა (მე-14 ს.), გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (მე-17, მე-18 სს.), სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესია (მე-18-მე-19ს.ს.).
ეკონომიკა
აბაშის მუნიციპალიტეტი აგრარულ რაიონს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის ძირითადი რესურსია მიწა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შეადგენს 20754 ჰექტარს, მათ შორის 12791 ჰა სახნავი მიწებია, 6235 ჰა საძოვარი, ხოლო 1728 ჰა მრავალწლიანი ნარგავები.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება, რასაც ძირითადად აღწევს სახნავი და საძოვარი ფართობების მაქსიმალური ათვისებით.
მემცენარეობიდან მნიშვენელოვანი ადგილი უკავია მარცვლეულ კულტურებს (ძირითადად სიმინდი და სოიო). მრავალწლიანი ნარგავებიდან – თხილსა და დაფნას.
მუნიციპალიტეტში დიდი რესურსი არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების სახით, რაც სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ძლიერი დარგის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. მუნიციპალიტეტი ასევე მდიდარია საშენი ინერტული მასალებით: ქვიშით და ღორღით.
მუზეუმები:
1) კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი, აბაშა, სოფ. ძვ. აბაშა.
2) სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი, აბაშა, სოფ. ნაესაკოვო.
საკურორტო და ტურიზმის რესურსები:
თანამედროვე ეტაპზე მუნიციპალიტეტში საკურორტო მეურნეობა და ტურიზმი არ არის განვითარებული, თუმცა სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში დარგის განვითარების ყველა პირობა არსებობს.
ისტორია
ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შუა საუკუნეებში შედიოდა ჯერ მოხირისში, შემდეგ სამოქალაქოში. XV საუკუნის 70-იან წლებში მისი დიდი ნაწილი უშუალოდ სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში შევიდა, ის ნაწილი კი, რომელიც მდინარეების ნოღელისა და რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, საჭილაოს ეკუთვნოდა. საჭილაოს ცენტრი იყო სოფელი ტყვირი. XVI საუკუნეში საჭილაოს საზღვარი დასავლეთით ეკის მთამდე აღწევდა, ჩრდილოეთით – ბანძამდე, სამხრეთით – გურიის მთებამდე, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე გუბისწყალამდე. ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვებას ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჭილაძეები დასუსტდნენ, ხოლო საჭილაო ჭყონდიდის ეპარქიაში შევიდა. ამ დროიდან ტერიტორიას საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდა და ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1803 წლამდე. 1858 წლიდან, რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ეს ტერიტორია სენაკის მაზრაში შევიდა სუჯუნის საბოქაულოს სახით. 1930 წელს შეიქმნა აბაშის რაიონი, 1963-1966 წლებში შედიოდა გეგეჭკორის რაიონში. აბაშის მასმუნიციპალიტეტი მას 2007 წლიდან ეწოდა.


წყარო – საიტი – აბაშის მუნიციპალიტეტი

 

ქალაქი აბაშა

ქალაქი საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს აბაშასა და ნოღელას შორის, ზღვის დონიდან 23 მ სიმაღლეზე. ქალაქ თბილისიდან მდებარეობს დაახლოებით 258 კმ-ში.
სიტყვა აბაშა არაბულიდან მომდინარეობს.მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს; ერთ-ერთის თანახმად, მტერს მდინარე აბაშის გადალახვა სურდა, მაგრამ მდინარე ადიდებულა და არაბები თურმე ერთმანეთს უყვიროდნენ: ”აბა-შა” – ”უკან დავიხიოთო”. ასევე, ”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ერთ მდინარეს ეწოდა ”აბაშა”, მეორეს – ”ცხენისწყალი”.
აბაშა ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. ქალაქში არის რკინიგზის სადგური, სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. აბაშაში არის ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენცია.
ისტორია
სოფლები აბაშა, კვათანა და საკაჭარავო XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. ტერიტორიის ჩამოყალიბება ურბანულ ცენტრად დაკავშირებულია 1870 წელს თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანასთან, როდესაც გაიხსნა რკინიგზის სადგური აბაშა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიას ეწოდა ახალი აბაშა და მან მოიცვა ყოფილი სოფლები აბაშა, კვათანა, კაპანა, ნოღოხაში და საკაჭარავო. 1923 წლიდან მიენიჭა დაბის სტატუსი. 1930 წლიდან გახდა რაიონის ცენტრი. 1938 წელს ჯერ კიდევ ცალკე სოფლად იხსენიებოდა ნოღოხაში. 1963 წლიდან აბაშას მიენიჭა ქალაქის სტატუსი.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…